მთავარი საზოგადოება ნახეთ ქობულეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალები

ნახეთ ქობულეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალები

874
0

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის დროს კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტი, მედდა და სასწრაფო დახმარების ავტომანქანის მძღოლი დაშავდნენ. არსებული ინფორმაციით, სასწრაფო ქობულეთიდან ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა რა დროსაც ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი, ე.წ. ტრაილერი და სასწრაფოს ავტომობილი შეეჯახნენ.

შემთხვევის გამო, გარკვეული პერიოდის გადაკეტილი იყო ცენტრალური მაგისტრალი. ამ დროისთვის ტერიტორიაზე სასწრაფოსა და სამაშველო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დაშავებულები უახლოეს კლინიკებში გადაიყვანეს. მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. 

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ