მთავარი ჯანმრთელობა ლილოს ბაზრობა, სამედიცინო პერსონალი, სატვირთოს მძღოლები — ახალი შემთხვევების წყაროები

ლილოს ბაზრობა, სამედიცინო პერსონალი, სატვირთოს მძღოლები — ახალი შემთხვევების წყაროები

84
0

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარიან ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევიდან ერთის გარდა ყველას წყარო ცნობილია.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის სულ 1 117 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 917 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში რჩება 5 936 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 268. უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ 41 ადამიანი გადმოიყვანეს.

მისი თქმით, 3 პაციენტის წყარო არის ლილოს ბზარობა, 1 არის გაჩიანიდან, ხოლო 2 არის სამედიცინო პერსონალი. ამასთან, 5 არის შემოტანილი შემთხვევა, მათგან 4 სატვირთო მანქანის მძღოლია. 1 პირი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ