მთავარი საზოგადოება “იუვენტუსი” დონარუმას ტრანსფერში გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ჩარვას გეგმავს

“იუვენტუსი” დონარუმას ტრანსფერში გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ჩარვას გეგმავს

157
0

ვოიცეხ შესნისთან კონტრაქტის გახანგრძლივების მიუხედავად, “იუვენტუსი” დონარუმასათვის კვლავ იბრძვის და როგორც ჩანს მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე მის შეძენას კვლავ ეცდება. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ “მილანსა” და ახალგაზრდა კიპერს შორის კონტრაქტის გახანგრძლივება ჭიანურდება.

“Sportmediaset”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “იუვენტუსი” დონარუმას ტრანსფერში გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ფედერიკო ბერნარდერსკის ჩართვას გეგმავს. ამას გარკვეული თანხაც დაემატება, თუმცა რამდენი ჯერჯერობით უცნობია.

გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე იწერებოდა ბერნარდერსკი-პაკეტას ბარტერზე, თუმცა ტრანსფერი არ შედგა. რაც შეეხება დონარუმას, მას მსურველი აპენინის ფარგლებს გარეთაც მრავლად ჰყავს და “როსონერის” მისი შენარჩუნება ნამდვილად გაუჭირდება.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ