მთავარი სამართალი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა ავთანდილ ბილანიშვილმა ექსპერტიზის ბიუროში დნმ-ის ნიმუში...

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა ავთანდილ ბილანიშვილმა ექსპერტიზის ბიუროში დნმ-ის ნიმუში ჩააბარა

188
0

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დნმ-ის ნიმუში ნებაყოფლობით ჩააბარა, – აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს” ბილანიშვილის ადვოკატმა თამარ აბესაძემ განუცხადა. მან ბიურო თავის დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

„შაქარაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილმა 2020 წლის 1-ელ აგვისტოს დნმ-ის ნიმუში ნებაყოფლიბით ჩააბარა საექსპერტო ბიუროს, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ავთანდილ ბილანიშვილს არანაირი შეხება არ აქვს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, არც ირიბი და არც პირდაპირი”, – აცხადებს აბესაძე.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ