მთავარი საზოგადოება შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, სეზონის გახსნიდან დღემდე, მაშველებმა 176 მოქალაქე გადაარჩინეს

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, სეზონის გახსნიდან დღემდე, მაშველებმა 176 მოქალაქე გადაარჩინეს

47
0

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, სეზონის გახსნიდან დღემდე, მაშველებმა 176 მოქალაქე გადაარჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გადარჩენილებს შორის 88 არასრულწლოვანია.

„შავი ზღვის სანაპირო ზოლზე სეზონის გახსნიდან დღემდე მაშველებმა 176 მოქალაქე გადაარჩინეს.მათ შორის 4 ბალიანი შტორმის დროს – 21. გადარჩენილებს შორის 88 არასრულწლოვანია. მაშველებმა სანაპირო ზოლზე დაკარგული 32 ბავშვი იპოვნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ: დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს; არ შეხვიდეთ წყალში შტორმის დროს; არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში და ნაბახუსევზე; არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ”, – ნათქვამია განცხადებაში.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ