მთავარი საზოგადოება სასწრაფოდ ,,ბოჭორიშვილში” კოვიდინფიცირებული დედა-შვილი შეიყვანეს (ვიდეო)

სასწრაფოდ ,,ბოჭორიშვილში” კოვიდინფიცირებული დედა-შვილი შეიყვანეს (ვიდეო)

5
0

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში 4 ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტია. მათ შორის დედა-შვილი. 

მისივე თქმით, ახალი პაციენტების კლასტერი ცნობილია, ორი თეთრიწყაროდან, ორი კი თბილისიდან არის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„გვყავს 4 ახალი პაციენტი. მათ შორის დედა-შვილი. დედა მკურნალობდა „კოვიდზე“ და ბავშვსაც გამოუვლინდა სიმპტომები. დანარჩენი ორი პაციენტი თბილისის ერთ-ერთი ცნობილი კლასტერიდან არის“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მისი თქმით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 59 პაციენტი მკურნალონს. დღეს კიდევ რვა პაციენტს გამოიკვლევენ.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ