მთავარი საზოგადოება სამგორში ორი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

სამგორში ორი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

159
0

თბილისში ორი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა. “თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩის ერთ ერთი კორპუსის მცხოვრებლებმა გაზის ძლიერი სუნი იგრძნეს და 114-ში დარეკეს. ადგილზე მისულ სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა კი ლაზერული აპარატის საშუალებით, ერთ ერთი დაკეტილ ბინასთან ბუნებრივი აირის კონცენტრაცია დააფიქსირეს.თავად ბინის მეპატრონე კი ქალაქში არ იმყოფებოდა.

კორპუსს უსაფრთხოების მიზნით გაზმომარაგება შეუწყდა, ბინაში კი მაშველები აივნიდან შევიდნენ და სამზარეულოში, გაზქურის ონკანი გახსნილ მდგომარეობაში აღმოაჩინეს

რაც შეეხება მეორე შემთხვევას. ისიც სამგორის რაიონში დაფიქსირდა. მოსახლეობამ გაზის კომპანიის წარმომადგენლები ამ შემთხვევაშიც ძლიერი სუნის გამო გამოიძახა. აღმოჩნდა რომ ერთ-ერთ მობინადრეს გაზქურიდან ჩახსნილი ჰქონდა მილი, რომელიც ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული და გაზი ჟონავდა. თავად კი სახლში იმყოფებოდა. აღნიშნულ ბინაში კუსტარულად დამონტაჟებული გაზგაყვანილობაც აღმოჩნდა.

⚠ თბილისში, სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩის ერთ-ერთი კორპუსიდან 114-ში შევიდა შეტყობინება რომ სადარბაზოში ძლიერი გაზის…

Опубликовано თბილისი ენერჯი • Tbilisi Energy Суббота, 1 августа 2020 г.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ