მთავარი საზოგადოება კორონა ვირუსი 20-მდე ექიმს დაუდასტურდა

კორონა ვირუსი 20-მდე ექიმს დაუდასტურდა

2323
0

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსი 20-მდე ექიმს დაუდასტურდა. მისივე ინფორმაციით, ექიმებმა დაავადება ძირითადად უსიმპტომოდ გადაიტანეს.

როგორც მინისტრმა განმარტა, აღნიშნული ფაქტი აგრესიული ტესტირების შედეგად გამოიკვეთა. 

„ არიან ექიმები, ვისაც დაუფიქსირდათ. მათი რიცხვი არის დღესდღეობით 20-მდე. ეს გარკვეულწილად იყო მოსალოდნელიც, სწორედ აქედან გამომდინარე იყო დაგეგმილი ეს გაიდლაინი და ალგორითმი, რომლის მიხედვითაც ხდება ამ ჯგუფების ტესტირება. ზოგადად, სიტუაცია ამ ჯგუფებში არის კონტროლირებადი. ჩვენ დამატებით კიდევ ვმუშაობთ იმ უსაფრთხოების ზომებისა და ნორმების დანერგვაზე და ასევე, მიმდინარეობს, ტრენინგები ყველა ამ ჯგუფში, რათა ისინი სამომავლოდ იყვნენ უფრო მეტად დაცულები. აქ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მათ ძირითადად აქვთ გადატანილი უსიმპტომოდ დაავადება, რაც ასევე ყურადსაღებია და ჩვენთვისაც სამომავლოდ გასათვალისწინებელია, თუმცა პრევენციიდან გამომდინარე, ყველა ის ექიმი, რომელიც იყო აღმოჩენილი, დღესდღეობით იმყოფება მონიტორინგის ქვეშ, რათა ზუსტად ვიცოდეთ, რომ მათი მხრიდან უკვე შემდგომი ადამიანების დაინფიცირების რისკი არ არსებობს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 420-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელებულია 107 პაციენტი. გარდაიცვალა – 5. კარანტინის რეჟიმში – 5223, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 573 ადამიანი იმყოფება. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. 

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ