მთავარი კალათბურთი თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს — შენგელია CSKA-ში გადასვლაზე

თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს — შენგელია CSKA-ში გადასვლაზე

22
0

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია მოსკოვის CSKA-ში გადასვლასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თავი სამართლებელი არავის აქვს. ამ თემაზე ინტერვიუ კალათბურთელთან რუსთავი 2-მა ჩაწერა.

შენგელიამ რუსთავი 2-თან აღნიშნა, რომ სამწლიანი კონტრაქტი აქვს და ყოველ ზაფხულს ენება იმის საშუალება, რომ ამერიკის რომელიმე სხვა გუნდში გადავიდეს, თუ ასეთი დაინტერესება იქნება.

“საკმაოდ მნიშვენლოვანი როლი მექნება საკმაოდ სერიოზულ და მნიშვნელოვან გუნდში, სადაც ისეთ პოზიცია ვიქნებით, რომ შეგვეძლება ვიასპარეზოთ ევროლიგის ჩემპიონატისთვის, აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ეს ჩემთვის წინგადადგმული ნაბიჯია. თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს, იმიტომ, რომ იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ და ფარში რომ ბურთი ჩავაგდო. ჩემი გარემოება არ განსაზღვრავს ვინ ვარ მე. მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, სადაც არ უნდა ვიყო. ამ გადაწყვეტილების მიღებით არცერთი წამით არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხალხის მიმართ, ჩემი სამშობლოს მიმართ და იმედია, რომ არც ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება ჩემს მიმართ”, — ამბობს შენგელია რუსთავი 2-თან.

თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. “გელოდებით მოსკოვში”, — წერია ქართულად და ინგლისურად ვიდეოზე, რომელშიც ამ ფაქტის აღსანიშნად კლუბმა გაავრცელა.

მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს კალათბურთის ფედერაცია. ვებგვერდზე მათ დაწერეს:

“შეგახსენებთ, რომ შენგელიას ესპანურ ბასკონიასთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებდა, თუმცა, მოსკოველებმა ყველაფრის მოგვარება მოახერხეს. ქართველი ლეგიონერი ბასკურ კლუბში 2014 წლიდან თამაშობდა და სულ ახლახანს, მისმა კლუბმა 10-წლიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შენგელია ბასკონიელთა კაპიტანი და უპირველესი ლიდერი იყო ბოლო წლების განმავლობაში”.

თორნიკე შენგელიას გადასვლაზე ინფორმაცია რამდენიმე თვეა ვრცელდება, თუმცა აქამდე არ დადასტურებულა. 7 ივლისს ამ საკითხს შენგელიაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ ჰქონდა. მისი თქმით, ამ გუნდში წასვლით ან არ წასვლით საქართველოს მიმართ დამოკიდებულება არ იცვლება.

“იმედიც მაქვს, რომ ჩემი ქვეყნის და ხალხის დამოკიდებულებაც ჩემ მიმართ არ შეიცვლება. ჩემს პატრიოტიზმზე და სიყვარულზე სამშობლოს მიმართ, რამე ახსნა-განმარტებების დაწყება, ცოტა უცნაურად მიმაჩნია, სიმართლე გითხრათ”, — თქვა მან.

შენგელიას განცხადებით, ერთადერთი სერიოზული შემოთავაზება და დაინტერესება ცსკა-სგან ჰქონდა და მათთან მოლაპარაკებებს აგენტი აწარმოებდა.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ