მთავარი საზოგადოება ე.წ. ელიავას ბაზრობაზე კორონავირუსზე კვლევა იწყება

ე.წ. ელიავას ბაზრობაზე კორონავირუსზე კვლევა იწყება

167
0

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, “ელიავას ბაზრობის” ტერიტორიაზე ე.წ. შერჩევითი შემთხვევითობის პრინციპით კორონავირუსზე ტესტირება იგეგმება.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ გამყრელიძემ აღნიშნა, “ლილოს ბაზრობაზე” ტესტირების ჩატარება სრულდება, სადაც დაახლოებით 4500-4700-მდე ნიმუში იქნება გამოკვლეული.

„იცით, რომ ჩვენ გაფართოებულ ტესტირებას ვაწარმოებთ. დღეს დამთავრდება “ლილოს ბაზრობის” ტესტირება, სადაც დაახლოებით 4500-4700-მდე ნიმუში იქნება გამოკვლეული. გუშინდელი რიცხვით იყო დაახლოებით 4300 ნიმუში გამოკვლეული. საკმაოდ კარგი შედეგებია იმ თვალსაზრისით, რომ პირველად დაფიქსირებულ შემთხვევებს არ დამატებია. ანუ, რაც ტესტირება დავიწყეთ, სულ 2 ინფიცირებული ადამიანი გამოვლინდა. გარდა ამისა, რადგან ბაზრობები მოსახლეობის ფართო შეკრების ადგილია, გადავწყვიტეთ, გარკვეული პერიოდულობით მოხდეს ტესტირება დიდ ბაზრობებზე. უკვე მესამე დღეა “დინამოს ბაზრობაზე” მიმდინარეობს ე.წ. შერჩევითი შემთხვევის პრინციპით ტესტირება. ეს გახლავთ ეპიდემიოლოგიური კვლევის ერთ-ერთი დამაჯერებელი მეთოდი. შემთხვევითი შერჩევითობის პრინციპით მიმდინარეობს 500-მდე ნიმუშის გამოკვლევა. გუშინდელი მონაცემებით, 350-მდე ნიმუში უკვე იყო აღებული. დღეს იწყება ასევე 500-მდე ნიმუშის გამოკვლევა “ელიავას ბაზრობაზე”“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, ე.წ. დინამოს და ელიავას ბაზრობებზე კვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, ჩატარდება თუ არა ტესტირება სხვა ბაზრობებზე. ამირან გამყრელიძის თქმით, ზოგადად, ბაზრობებზე ამ თვალსაზრისით ზედამხედველობა გამკაცრდა.

„იგეგმება, რომ ბაზრობებს მეტი ყურადღება მიექცეს. მოგეხსენებათ, ბაზრობებზე გამკაცრდა ზედამხედველობა და მონიტორინგი ყველა წესების დაცვით, მხედველობაში მაქვს თერმოსკრინინგი, დისტანცია, საზოგადობრივი ჰიგიენის ნორმების დაცვა და ასე შემდეგ. ზოგადად, არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამკაცრდა ზომები და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ამას აკვირდებიან. ვცდილობთ, რომ ბაზრობებზე ინფექციის გავრცელების პრევენცია მოვახდინოთ“,-განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ