მთავარი საზოგადოება გიორგი შაქარაშვილის საქმეში ორი ახალი ექსპერტი ჩაერთვება

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ორი ახალი ექსპერტი ჩაერთვება

202
0

საქმეში ორი ახალი ექსპერტი ჩაერთვება, ასევე იგეგმება ნევროლოგისა ნეიროქირურგის ჩართულობაც, ამბობს გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი, მირიან ნიკოლაძიე ტვ პირველის ეთერში.

“მოგეხსენებათ, რამდენიმე დამატებითი კითხვაა დასმული დამატებითი ექსპერტიზის წინაშე. ყველა კითხვები არის ანალიტიკური რომელიც ითხოვს გარემო-ვითარებიდან გამომდინარე ბევრი ნიუანსის ზედაპირზე წამოწევას.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იქ, როდესაც საკითხია დასმული გიორგის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, მოჰყვა თუ არა ამას ბავშვისთვის გონების დაკარგვა. ნევროლოგზე და ნეიროქირურგზეა კიდევ საუბარი თუ არ ვცდები”, — ადვოკატი მირიან ნიკოლაძე.

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა. დადგინდა, რომ ის მცხეთაში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ ერთმა ჯგუფმა თბილისიდან “დახმარება გამოიძახა”. შაქარაშვილი და კიდევ 5 ადამიანი აგარაკიდან მათ მოსვლამდე წამოვიდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უკვე არაგვის ხიდთან მყოფ ახალგაზრდებს მანქანიდან გადმოსული ადამიანები თავს დაესხნენ, რის შემდეგაც შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ. ფეხბურთელის კვალი აქედან იკარგება, მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი კი თბილისში ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს დაბრუნდა.

4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. რამდენიმე დღეში საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, ყველა მათგან წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. თავდაპირველად, მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი. როგორც ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ უწყებაში განაცხადეს, საქმეზე კვალიფიკაცია დაზუსტდა და ამ საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდება.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ