მთავარი საზოგადოება ამირან გამყრელიძე – 6 ახალი შემთხვევიდან 1 გაჩიანის კლასტერს უკავშირდება, 1 დადასტურებული...

ამირან გამყრელიძე – 6 ახალი შემთხვევიდან 1 გაჩიანის კლასტერს უკავშირდება, 1 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 3 იმპორტირებული, ერთზე კი ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს

25
0

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, 6 შემთხვევიდან ერთი გაჩიანის „კლასტერს“ უკავშირდება, ერთი წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 3 იმპორტირებული შემთხვევა და ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ასეთია – დღეს ჩვენ გვაქვს 6 ახალი შემთხვევა. დღეს დილის მონაცემებით, სულ ქვეყანაში დადასტურებულია 1177 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 955 ადამიანი. 6 ახალი შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია. ერთი უკავშირდება ე.წ. გაჩიანის კლასტერს, ერთი წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 3 გახლავთ იმპორტირებული შემთხვევა, მათგან 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია და ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა. ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ