მთავარი არჩევნები ანა დოლიძემ დიდუბეში სეირნობა დააანონსა

ანა დოლიძემ დიდუბეში სეირნობა დააანონსა

29
0

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ანა დოლიძე დიდუბეში სეირნობა დააანონსა. “ვსეირნობთ დიდუბეში” — ასე ჰქვია ღონისძიებას Facebook-ზე, რომელსაც დოლიძეც აზიარებს.

ღონისძიების აღწერის ტექტის მიხედვით, ანა დოლიძე და მისი გუნდი ფეხით აკაკი წერეთლის ძეგლიდან ვლადიმერ მაიაკოვსკის ძეგლამდე, 4,5 კილომეტრს ფეხით ივლიან.

“გზად ვისაუბრებთ, დავათვალიერებთ და შევხვდებით ყველას ვისაც სურს. მოგვყავს მეგობრები, ოჯახის წევრები და ბავშვები. ჩაიცვით კომფორტულად. შემოგვიერთდით გზად სადაც გინდათ და რამდენი ხნითაც გინდათ. ვხვდებით აკაკი წერეთლის ძეგლთან 19:00 საათზე”, — აღნიშნულია ღონისძიების ტექსტში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარად იყრის კენჭს. ჯერ კიდევ საბჭოს წევრობის დროს მან მოძრაობა ხალხისთვის შექმნა. ივნისში კი ალეკო ელისაშვილთან, ლევან იოსელიანთან და დეპუტატ ლევან კობერიძესთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმა ჩამოაყალიბა.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ