მთავარი მსოფლიო 24 საათში COVID-19-ით 284196 ახალი ინფიცირებული — მორიგი ანტირეკორდი

24 საათში COVID-19-ით 284196 ახალი ინფიცირებული — მორიგი ანტირეკორდი

144
0

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონოვირუსით ინფიცირების 284 196 შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ეს ერთ დღეში შემთხვევათა ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა აშშ-ში, ბრაზილიაში, ინდოეთსა და სამხრეთ აფრიკაში.

ამ დროისთვის, მსოფლიოში სულ 15,7 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.

აშშ-ში ერთ დღეში 1 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ივნისის შემდეგ ეს პირველი ოთხნიშნა რიცხვია. მექსიკაში 7 573 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ამასთან 737 გარდაიცვალა.

სამხრეთ კორეაში 113 ახალი ინფიცირებული ჰყავთ, რაც მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი რიცხვია. ვიეტნამში კი ბოლო სამი თვის განმავლობაში პირველ ადგილობრივ შემთხვევაზე საუბრობენ.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ