მთავარი მსოფლიო დონალდ ტრამპი – ფედერალური სამართალდამცავები პორტლენდში მანამ დარჩებიან, ვიდრე ქალაქი ანარქისტებისა და...

დონალდ ტრამპი – ფედერალური სამართალდამცავები პორტლენდში მანამ დარჩებიან, ვიდრე ქალაქი ანარქისტებისა და აგიტატორებისგან არ გაიწმინდება

51
0

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ფედერალური სამართალდამცავები პორტლენდში მანამ დარჩებიან, ვიდრე ქალაქი ანარქისტებისა და აგიტატორებისგან არ გაიწმინდება. ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

შეგახსენებთ, ტრამპის ადმინისტრაციამ ფედერალური ძალები აშშ-ის რამდენიმე დიდ ქალაქში, მათ შორის პორტლენდში, ივლისში გაგზავნა.

ტრამპის მტკიცებით, სამართალდამცავების გაგზავნის მიზანი იქ მიმდინარე ანტირასისტული საპროტესტო აქციების გაკონტროლება და ძალადობის ფაქტების აღკვეთა იყო. ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლების თქმით კი, ფედერალური აგენტები სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას იწვევენ. რამდენიმე დღის წინ მედია საშუალებებმა ორეგონის გუბერნატორ ქეით ბრაუზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ფედერალური ძალები პორტლენდიდან ეტაპობრივი გამოსვლისთვის მზად იყვნენ.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ