მთავარი მსოფლიო ბრაზილიის პრეზიდენტი – კორონავირუსით ოდესმე ყველა დაინფიცირდება, ასე რომ, მზად იყავით ამისთვის

ბრაზილიის პრეზიდენტი – კორონავირუსით ოდესმე ყველა დაინფიცირდება, ასე რომ, მზად იყავით ამისთვის

52
0

კორონავირუსით ოდესმე ყველა დაინფიცირდება, ასე რომ, მზად იყავით ამისთვის, – ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ განაცხადა.

„ვიცოდი, რომ ოდესმე დავინფიცირდებოდი, ვფიქრობ საბოლოოდ, ყველა დაინფიცირდება. რისი გეშინიათ? მზად იყავით,“- აღნიშნა ბოლსონარუმ.

შეგახსენებთ, ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი თვის დასაწყისში დაუდასტურდა, რამდენიმე დღის წინ განმეორებითმა ანალიზმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. გუშინ ბოლსონარუმ განაცხადა, რომ ვირუსმა ფილტვები დაუზიანა, რის გამოც ანტიბიოტიკებით მკურნალობას განაგრძობს.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ