მთავარი კონფლიქტები ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

17
0

ოკუპირებული აფხაზეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 26 ადამიანს ჩაუტარდა და კორონავირუსი 3 მათგანს დაუდასტურდა.

გარდა ამისა, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი დაიღუპა.

დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, აფხაზეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 84 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 37 და დაღუპულია 3 ადამიანი.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ